თბილისი, წერეთლის გამზ. 121
(+995) 322 35 77 70

გაცვლითი პროგრამით წარმატებული სტუდენტები კლაიპედას საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში.

26 სექტემბერი 2019
გაცვლითი პროგრამით წარმატებული სტუდენტები კლაიპედას საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში.

DTMU Public Nursing College • დტსუ საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი ის ოთხმა წარჩინებულმა სტუდენტმა 2019 წლის 29 ივნისიდან 28 ივლისამდე, ლიეტუვაში, ქ. კლაიპედას საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში (საექთნო კოლეჯისა და ჰოსპიტალის თანადაფინასებით) გაიარა ობზერვაციის კურსი;


      სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ კლინიკის სხვადასხვა განყოფილების, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ექთნების ყოველდღიურ საქმიანობას, თვალყური ედევნებინათ ქირურგიული ოპერაციისას ექთნის როლსა და მნიშვნელობაზე საოპერაციო მაგიდასთან, დაკვირვებითა და თანამშრომლობით შეესრულებინათ სხვადასხვა საექთნო მანიპულაციები;
       კურსის დასრულების შემდეგ პროფესიულ სტუდენტებს გადაეცათ სერთიფიკატები 4 კრედიტის მინიჭებით;
       საექთნო კოლეჯი აგრძელებს წარმატებული პროფესიული სტუდენტების გამოვლენასა და მათ წახალისებას მსგავს პროექტებში მონაწილებით;

DTMU Public Nursing College • დტსუ საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი მადლობას უხდის ქ. კლაიპედას საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის წარმომადგენლებს, Mindia Kasradze და წარმატებას უსურვებს პროფესიული კოლეჯის სტუდენტებს: ირაკლი თაბუკაშვილს, ლაშა ვარაზაშვილს, მარიამ მნათობიშვილს, ჯულეტა მეკარიშვილს.