თბილისი, წერეთლის გამზ. 121
(+995) 322 35 77 70

პირველი სტუდენტური კონფერენცია

21 დეკემბერი 2018
პირველი სტუდენტური კონფერენცია
დავით ტვილდიანის სახელობის საზოგადოებრივ საექთნო კოლეჯის ადმინისტრაციის მხარდაჭერით მოეწყო პირველი სტუდენტური კონფერენცია. 
კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები, რომლის შინაარსიც მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკიდან მიღებულ გამოცდილებასა და ცოდნის გაზიარებას. 
პროფესიულმა სტუდენტებმა საკუთარ ნაშრომებში ხაზი გაუსვეს პრაქტიკაში საბუნებისმეტყველო მოდულების, თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების სინთეზის მნიშვნელობას. 
დავით ტვილდიანის სახელობის საზოგადოებრივ საექთნო კოლეჯი მადლობას უხდის პირველი სტუდენტური კონფერენციის განსაკუთრებულ სტუმრებს:
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან, სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების ქვეპროგრამის კოორდინატორს,
ევექსის კლინიკების დირექტორებს, მედდა ტრენერებსა და პროფესიულ მასწავლებლებს. 
ვულოცავთ სტუდენტებს პირველ წარმატებულ ნაბიჯს!