თბილისი, წერეთლის გამზ. 121
(+995) 322 35 77 70
12 ოქტომბერი 2019
ირინა წირქვაძე

პროფესიული მასწავლებელი

 

იგი 2001 წლიდან გახლდათ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, ხოლო 2007 წლიდან - გადაუდებელი დახმარების ექიმი.  პრაქტიკული საქმიანობის ეწევა თბილისის სხვადასხვა კლინიკაში  (გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკა, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო, ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკა, ნიუ ჰოსპიტალსი).

1999 წლიდან პერიოდული პროფესიული სტაჟირება გაიარა ამერიკისა და ისრაელის კლინიკებში (ოკლენდის ბავშვთა საავადმყოფო, სტენფორდის საუნივერსიტეტო კლინიკა, ვოლფსონის სამედიცინო ცენტრი, რამბამის სამედიცინო ცენტრი). ირინა ასევე გახლავთ ამერიკის გულის ასოციაციის (AHA), ამერიკის ქირურგთა კოლეჯის (ACS) და PFCCS სერთიფიცირებული ტრენერი, საქართველოში აკრედიტირებული საერთაშორისო კურსების ტრენერი 2008 წლიდან, საერთაშორისო სამედიცინო უნივერსიტეტების პედაგოგი 2015 წლიდან, ბავშვთა ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის გადამზადების პროგრამის ლოკალური ხელმძღვანელი 2015 წლიდან, ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის რეზიდენტურისა და გადამზადების პროგრამის ლოკალური ხელმძღვანელი 2015 წლიდან.

ირინა სხვადასხვა ასოციაციისა თუ აკადემიის წევრია, მათ შორის:

·         ევროპის ანესთეზიოლოგიური საზოგადოების წევრი;

·         საქართველოს ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის საზოგადოების გამგეობის წევრი;

·         pediatriuli gadaudebeli daxmarebis saerTaSoriso asociaciis wevri;

·         gadaudebeli samedicino daxmarebis erovnuli asociaciis (NAEMT) wevri;

·         anesTeziologTa sazogadoebebis msoflio federaciis wevri (WFSA);

·         intensiuri Terapiis evropuli sazogadoebis afilirebuli wevri;

·         gadaudebeli medicinis evropuli sazogadoebis wevri (EUSEM);

·         saqarTvelos pediatrTa akademiis wevri;

·         saqarTvelos katastrofisa da gadaudebeli medicinis asociaciis gamgeobis wevri;

 

იგი გახლავთ 6 სახელმძღვანელოს,  9 სტატიის, 7 მეთოდური სახელმღვანელოს და 4 თარგმანის ავტორი.  ასევე მონაწილეობს სს “სამედიცინო კორპორაცია ევექსისა” და “ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის” ერთობლივ პროექტში, „საექთნო უნარები საქართველოში“, რომლის ფარგლებში ქართულად იქმნება  საექთნო ლიტერატურა, ტესტ-ბანკი და გენდერული აქტივობის გეგმა.