თბილისი, წერეთლის გამზ. 121
(+995) 322 35 77 70
12 ოქტომბერი 2019
მარინე დიდებაშვილი

კლინიკური სწავლების პროფესიული მასწავლებელი



მარინე დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯის კლინიკური სწავლების პროფესიული მასწავლებელია.

 

1986 – 1988  წ. მიღებული აქვს განათლება თბილისის II სამედიცინო სასწავლებელში ბავშვთა დაწესებულების მედდის კვალიფიკაციით.

აქტიური საექთნო საქმიანობა დაიწყო 1988 წლიდან.  2004 წლიდან მოღვაწეობდა უფროსი მედდის პოზიციაზე, ხოლო 2013 წლიდან კლინიკის მთავარი ექთნის პოზიციაზე.  ამჟამად გახლავთ ს.ს. „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ - „ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის“   მთავარი მედდა.

გავლილი აქვს შემდეგი ტრენინგები და სასწავლო კურსები:

Infection Control Course, Hospital Safety Course, Nursing Process Course, Physical Assessment Course in Collaboration with the World Bank and Grady Health System, Atlanta, Georgia, USA;

Infection Control/I and Isolation Precautions;

The American International Health Alliance. Infection Control Workshop for Hospital Nursing Service;

Health Management Education Partnership. Improving Nursing Management Performance in Health Care Settings;

 საქართველოს უნივერსიტეტი პროფესიული კომპენტენციის ამაღლებისს „ საექთნო საქმე და თანამედროვე ლიდერი ექთნები“;

Emory University (Atlanta, USA) and “Partners for International Development” Course – General Pediatric Nursing;

Emory University (Atlanta, USA) and “Partners for International Development” course – Nursing Leadership Course;

საქართველოს ექთნების ასოციაცია „ საექთნო მოვლის სტანდარტების დანერგვა“;

სამედიცინო კორპორაცია ევექსის „ზოგადი საექთნო საქმის“ 6 თვიანი სასწავლო კურსი შემდეგი მოდულებით: ანატომია-ფიზიოლოგია, მანიპულაციები, მედიკამენტოზური კალკულაცია-დოზირების მოდული.

გარე ინიცირების ფარგლებში 2004 წ. მარინე იმყოფებოდა A.I.H.A-ს პროგრამით ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, „ჯორჯიას“ შტატში ემორისა და გრეიდის საუნივერსიტეტო კლინიკებში  კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

მარინე 2014 წლიდან არის I ევრომეცნიერების საქართველოს ეროვნული სექციის მედიცინისა და სპორტის დეპარტამენტის ექთანთა პროფესიული განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 2013 წ  აქვს მიღებული მადლობის სიგელი  კერძოდ „პროფესიული კვალიფიკაციათა სისტემის ხელშეწყობის„ პროექტის ფარგლებში DACUM-ის  მეთოდოლოგიით პროფესიის ანალიზისა და პროფესიული სტანდარტების შემუშავების პროცესში მონაწილეობისათვის.

2015 წლიდან მარინე ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას პროფესიული მიმართულებით.