თბილისი, წერეთლის გამზ. 121
(+995) 322 35 77 70
18 ოქტომბერი 2019
ნინო ქიქოძე

პროფესიული მასწავლებელი


ნინო
2017 წლიდან ჩართულია დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯის სასწავლო პროცესში. იგი წარმატებით უძღვება რამდენიმე სალექციო კურსს.

 

ნინო ქიქოძემ სამედიცინო პრაქტიკა დაიწყო 1998 წლიდან, როგორც ბავშვთა რეანიმატოლოგმა. ნინო 1999-2001 წლებში პრაქტიკას გადიოდა ა.შ.შ. ქ. ფილადელფიის ბავშვა ჰოსპიტლის (CHOP) გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში.

2004 წელს ა.შ.შ. ემორის უნივერსიტეტის გადაუდებელი დახმარების სპეციალისტებთან ერთად გახსნა საქართველოში პირველი გადაუდებელი დახმარების განყოფილება მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში, რომელსაც ხელმძღვანელობდა 2012 წლამდე.

2005 წელს ასევე ემორის უნივერსიტეტის ბავშვთა გადაუდებელი დახმარების სპეციალისტების და ქართველი კოლეგების დახმარებით დააარსა საქართველოში პირველი ექიმთა გადამზადების კურსი - პედიატრიული გადაუდებელი მდგომარეობების მართვა (PALS).

2005 წელს ნინო ქიქოძემ დაარსა პედიატრიული გადაუდებელი დახმარების საერთაშორისო ასოციაცია, რომლის დამფუძნებელი და პრეზიდენტიც გახლავთ.

2011 წელს მისი ხელმძღვანელობით საფუძვილი ჩაეყარა აჭარაში ბავშვთა გადადებელი დახმარების განყოფილებას.

2014 წელს მისი ხელმძღვანელობით გაიხსნა ზუგდიდის რეფერალურ კლინიკაში ბავშვთა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილება.

2016 წლიდან დღემდე ნინო ქიქოძე ხელმძღვანელობს სამედიცინო კომპანია „ევექსის“ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დეპარტამანტს.

იგი ასევე მონაწილეობს სს “სამედიცინო კორპორაცია ევექსისა” და “ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის” ერთობლივ პროექტში, „საექთნო უნარები საქართველოში“, რომლის ფარგლებში ქართულად იქმნება  საექთნო ლიტერატურა, ტესტ-ბანკი და გენდერული აქტივობის გეგმა.