თბილისი, წერეთლის გამზ. 121
(+995) 322 35 77 70
18 ოქტომბერი 2019
ნათია ვაშაყმაძე

ბიოქიმიის ლექტორი


ნათია ვაშაყმაძე არის საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას ეწევა 2015 წლიდან, ამჟამად არის რეგიონული ჰოსპიტლის და კლინიკა „კარდიო“-ს ექიმი ენდოკრინოლოგი.

აქვს სწავლების 5 წლიანი გამოცდილება, კერძოდ,  ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოქიმიის ლექტორად მიწვეული იყოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა (TSMU) და პეტრე შოთაძის სახელობის სამედიცინო აკადემიის (TMA) მიერ. ამჟამად ბიოქიმიასა და მოლეკულურ ბიოლოგიის ლექტორად მიწვეულია დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში (DTMU) და ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU);

2017 წლიდან დღემდე არის დავით ტვილდიანის სახელობის საექთნო კოლეჯის ბიოქიმიის მიწვეული ლექტორი. იგი არის დავით ტვილდიანის საექთნო კოლეჯისთვის შექმნილი წიგნის „ბიოქიმია ექთნებისთვის“ ავტორი;

მიღებული აქვს ზოგადი სამედიცინო განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ენდოკრინოლოგიაში კლინიკური რეზიდენტურა გავლილი აქვს სანკტ-პეტერბურგის მეჩნიკოვის სახელობის ჩრდილო-დასავლურ სამედიცინო უნივერსიტეტში, რის შემდგომაც კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით იმყოფებოდა ბერლინში, შატირეს საუნივერსიტეტო კლინიკაში ენდოკრინოლოგიისა და იშვაითი მეტაბოლური დარღვევების განყოფილებაში.

ნათია ვაშაყმაძის ორგანიზებით საქართველოში გაიმართა სატელიტური სიმპოზიუმები დიაბეტოლოგისა (2017) და ლიპიდოლოგიაში (2018) ამერიკულ ავსტრიული ფონდისა და ღია სამედიცინო ინსტიტუტის მხარდაჭერით, ასევე გაიმართა დისლიპიდემიის ნათარგმნი გაიდლაინის პრეზენტაცია პროფესორ პიტერ ლანსბერგთან ერთად (2018) და D ვიტამინის საერთაშორისო ვორქშოპი (2018);

მისი ხელმძღვანელობით ექიმებისთვის 2018 წელს ითარგმნა და გამოიცა ენდოკრინული საზოგადოების (Endocrine Society) D ვიტამინის დეფიციტის გაიდლაინი, ხოლო 2019 წელს  ევროპის თირეოიდული ასოციაციის (ЕТА) გაიდლაინები გრეივსის დაავადების და (ETA/EUGOGO) გრეივსის ორბიტოპათიის შესახებ;

მუდმივად ესწრება საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებს, ხშირად აქვს მოხსენებები სტუდენტებისთვის, რეზიდენტებისა და ექიმებისთვის როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ღონისძიებებზე.

პიროვნული თვისებებიდან აღსანიშნავია პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, თვითგანვითარებისკენ მიდრეკილება, შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა, ენერგიულობა, გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, პოზიტიურობა.

ნათია ვაშაყმაძე არის ევროპის ენდოკრინოლოგიის საზოგადოების (ESE), ევროპის ახალგაზრდა მეცნიერ ენდოკრინოლოგთა საზოგადოების (EYES), ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო საზოგადოებისა (ISE), ევროპის თირეოიდული საზოგადოების (ETA)  წევრი.