მისია
მისიახარისხიანი, ინოვაციური, ხარჯთეფექტური და სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება და დასაქმების მაქსიმალური უზრუნველყოფა
სამუშაო პრინციპები
• პროფესიონალი კადრების მომზადება;
• სწავლების, სწავლის ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება;
• ეროვნულ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე კოლეჯის როლის ზრდა;
• ინდივიდუალური მიდგომა ყოველი სტუდენტისადმი;
• სწავლის პროცესში განსაკუთრებული აქცენტი სასწავლო პრაქტიკაზე ;
• ინოვაცია, ლიდერობა, ადვოკატირება;
• კომფორტული სასწავლო გარემო;
• მოტივირებული პედაგოგი;
• ორგანიზაციული კულტურა;
მიზნები
• საქართველოში კონკურენტუნარიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ექთნების მომზადება
• კარიერული ზრდის ხელშეწყობა და დამსაქმებლების მოთხოვნების მაქსიმალური გათვალისწინება
• ლიდერის თვისებების განვითარება სტუდენტებში
• პერსონალის პედაგოგიური დახელოვნება
• ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ სწავლების ხარისხის შეფასების კრიტერიუმების მუდმივი სრულყოფა
• კოლეჯის ცხოვრებაში სტუდენტების უშუალო ჩართვისა და მათი აქტიურ მონაწილეობაში ხელშეწყობა
• სწავლების ინოვაციური მეთოდების აპრობირება და სასწავლო პროცესში მათი დანერგვა
ამოცანები
• პედაგოგიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სათანადო პროგრამებში მათი მონაწილეობის ხელშეწყობა.
• სამედიცინო სასწავლო ინფორმაციის ელექტრონული ბაზებისა და წიგნადი ფონდის მუდმივი შევსება–განახლება.
• ვებ-გვერდზე სასწავლო პროგრამის მოდულების აღწერილობების, სასწავლო განრიგის, სხვა, მოდულის დაწყებისა და დამთავრების, ჩათვლების, გამოცდების, აღდგენებისა და გადაბარებების თარიღების, აგრეთვე ცალკეული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მარეგულირებელი დოკუმენტების კრებული და სხვ. განთავსება
• პროფესიულ ასოციაციებთან თანამშრომლობა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე